CIU-ს ბიზნეს ინკუბატორში გაზაფხულის სემესტრის ნაკადის მიღება დაიწყო
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2023/08/ciu-cover2.jpg)
თუ გაქვს ბიზნეს იდეები და გსურს, უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენო, ან/და თუ გსურს შექმნა რაიმე ახალი და ჯერ არ იცი რითი დაიწყო, შემოუერთდი CIU ბიზნეს ინკუბატორის გუნდს.
ინკუბატორის ფარგლებში, თქვენი იდეები დამუშავდება და გარდაიქმნება ბიზნეს მოდელში, რომელიც ქმნის საჭირო პროდუქტს, არის მოთხოვნადი და ჰყავს შესაბამისი მიზნობრივი მყიდველი.
ვინაიდან, მუშაობის დაწყების პირველ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია გქონდეს ზუსტად ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელი, სწორედ ინკუბაციის პერიოდში მოხდება მენტორის მხარდაჭერით პროცესის წარმართვა, პირველადი პროდუქციის პროტოტიპის დამზადება, ბიზნეს მოდელის/გეგმის ჩამოყალიბება და სადემონსტრაციოდ მომზადება.
თქვენ გელოდებათ გარემო, რომელიც ხელს უწყობს მეწარმეობრივი უნარებისა და კომპეტენციების ფორმირებას და განვითარებას, სივრცე, სადაც გექნებათ შესაძლებლობა შეხვედეთ დარგის ექსპერტებს.
-
CIU-ში ნატოს გაერთიანებული სარდლობის უფროს სამხედრო ანალიტიკოსს უმასპინძლეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU აცხადებს სტუდენტთა მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის – პროგრამები, ადგილები და წარსადგენი დოკუმენტები by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს სამეცნიერო ჟურნალი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამეცნიერო ბაზაშია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი