CIU-ს კურსდამთავრებულთა მეღვინეობის პროდუქციის გამოფენა მოეწყო
12 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურმა, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტთან ერთად, კურსდამთავრებულთა მეღვინეობის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.
გამოფენაზე კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს თავიანთი ბრენდები და შესაძლებლობა ჰქონდათ დამთვალიერებლებისთვის გაეცნოთ მათი პროდუქცია.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა აღნიშნული ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობას. CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა, ოლანი გოცირიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის შეუწყობს ხელს როგორც სტუდენტების, ისე კურსდამთავრებულების განვითარებას. აუდიტორიას სიტყვით მიმართა, ასევე, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯაჭვაძემ, რომელმაც სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი გახლდათ CIU-ს მეღვინეობა „ეთნო ოკამი“, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს უფრო ახლოს გაიცნონ დარგი და ჰქონდეთ უწყვეტი პრაქტიკული სწავლება.
„ეთნო ოკამთან“ ერთად გამოფენის მონაწილეები იყვნენ შემდეგი ბრენდები: „რტონი“, „მელიტონი“, „Spring Fields/გაზაფხულის მინდვრები“, „შესვი“, „გავაზის მამული“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სტუმრობდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი. ელჩმა დაათვარიელა კურსდამთავრებულთა პროდუქცია და დაესწრო დეკანტაციის პროცესს, ასევე, დააგემოვნა „ეთნო ოკამის“ ღვინო.
ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაცია (GETA)“, რომლის დამფუძნებელმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცერექტორმა ვახტანგ წივწივაძემ, უშუალოდ მოინახულა გამოფენა. აღსანიშნავია, რომ GETA-მ, ცოტა ხნის წინ, ორგანიზება გაუწია გამოფენაზე წარმოდგენილი მეღვინეობების მონაწილეობას ესპანეთში, „ქართული ღვინისა და კულტურის დღეებში“.
მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს როგორც სტუდენტების, ისე კურსადმთავრებულების ზრდასა და განვითარებაზე. უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია კურსდამთავრებულთან მუდმივი კომუნიკაცია და მათ წარმატებაში წვლილის შეტანა, რისთვისაც სამომავლოდ არაერთი ღონისძიება იგეგმება.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი