CIU-ს მულტიმედია ცენტრს ბრიტანელი მედიაექსპერტი, ადრიან ჰედლანდი ესტუმრა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრს ბრიტანელი მედიაექსპერტი, სტერლინგის უნივერსიტეტის პროფესორი, ადრიან ჰედლანდი ესტუმრა.
სტუმარი დეტალურად გაეცნო CIU მულტიმედია ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, მოინახულა ტელე და რადიოსტუდიები.
CIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ზაზა ცოტნიაშვილმა ადრიან ჰედლანდს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო.
ადრიან ჰედლანდს უმასპინძლა CIU მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ნინო ჭალაგანიძემ, რომელმაც შეხვედრის ბოლოს ბრიტანელ სტუმარს უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ადრიან ჰედლანდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პრაქტიკოს ჟურნალისტად მუშაობდა. არის 17 წიგნისა და არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი