CIU-ს პარტნიორობით კონფერენცია – „მოხალისეობრივი კულტურის გაძლიერება სასკოლო ცხოვრებაში“ გაიმართა
23 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია – „მოხალისეობრივი კულტურის გაძლიერება სასკოლო ცხოვრებაში“ გაიმართა.
მასშტაბური კონფერენცია მიზნად ისახავდა, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებას, პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებას, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლებისთვის ხელშეწყობას.
კონფერენციას ესწრებოდნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები, ათეულთა კლუბის წევრები, უცხოელი პედაგოგები სხვადასხვა ქვეყნიდან, საჯარო და კერძო სკოლის დირექტორები და წარმატებული პედაგოგები (სულ 150-ზე მეტი მონაწილე).
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსისტეტის რექტორის მრჩეველი – გიორგი ფარეშიშვილი, რომელიც ღონისძიების განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვეს, ასევე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – დავით გვეტაძემ.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს სასკოლო განათლების მხარდაჭერის პროგრამას, რაც სასკოლო საზოგადოებასა და უნივერსიტეტს შორის სამომავლო პროექტებში აქტიური ჩართვის შესაძლებლობას გულისხმობს.
- CIU-ში ნატოს გაერთიანებული სარდლობის უფროს სამხედრო ანალიტიკოსს უმასპინძლეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU აცხადებს სტუდენტთა მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის – პროგრამები, ადგილები და წარსადგენი დოკუმენტები by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ს სამეცნიერო ჟურნალი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამეცნიერო ბაზაშია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი