CIU-ს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება მიენიჭა
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შემდეგი პროგრამების განხორციელების უფლება მიენიჭა:
„მევენახეობის სპეციალისტი“ – პროფესიული მომზადება;
„მეღვინე-ტექნიკოსი“ – პროფესიული გადამზადება;
„გერიატრიული ასისტენტი“ – პროფესიული მომზადება.
პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ
კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასერტიფიკატო, მოკლევადიან პროგრამებზე სწავლის მსურველთა მიღებაზე რეგისტრაცია გამოცხადდება სექტემბრისთვის, მიღებასთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალები კი მოგვიანებით გავრცელდება.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი