CIU-ს სტუდენტი გიორგი ხუჭუა სამბოში საქართველოს ჩემპიონი გახდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ხუჭუა სამბოში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
უნივერსიტეტის მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში გამართულ ეროვნულ ჩემპიონატს 9-11 აპრილს თბილისის ძიუდოს აკადემიამ უმასპინძლა. გიორგი ხუჭუამ ახალგაზრდებს შორის, 98+ კგ. წონით კატეგორიაში მიიღო მონაწილეობა, ოლიმპიური სისტემით გამართული ტურნირის საჩემპიონო გზაზე კი, ოთხი მეტოქე დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვებით, გიორგი ხუჭუა სამბოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც მაისში სერბეთში გაიმართება, იქ წარმატების შემთხვევაში კი, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ხუჭუა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პირველი ნომერია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს გიორგის საქართველოს ჩემპიონის ტიტულს და წარმატებას უსურვებს ევროპულ თუ მსოფლიო ასპარეზზე!
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი