CIU-სა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
7 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილემ, ელგუჯა მაკალათიამ მოაწერეს.
დოკუმენტი CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებასა და სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით აქტიური პრაქტიკის გავლას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება.
-
„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი