GE

CIU-ში ესპანური ენის ონლაინ კურსი იწყება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბაზაზე წლებია ფუნქციონირებს ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „იბერია“, რომელიც 2008 წელს მადრიდში დაარსდა და დღესდღეობით თანამშრომლობს ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და ენის სასწავლო ცენტრებთან.

ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ესპანური ენისა და კულტურის განვითარებას და კავშირების გაძლიერებას.

ცენტრი CIU-ს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:

ესპანური ენის ონლაინ კურსს (A1, A2, B1, B2, C1, C2 დონე);

Dele-ს მოსამზადებელ ონლაინ კურსს.

პროგრამის ხანგრძლივობა:

ლექციები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში კვირაში ორჯერ (ხანგრძლივობა 1 საათი);
კურსის ხანგრძლივობა 3/4 თვე (დარეგისტრირებული მსმენლის მიერ შერჩეული პროგრამის მიხედვით);

სტუდენტთა რაოდენობა თითოეულ ჯგუფში: 8-15 მსმენელი;

კურსს გაუძღვება როგორც ქართველი, ისე ესპანელი პედაგოგები (არჩევითი);
კურსის ღირებულება: თვეში 125 ლარი;

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება – კურსის ღირებულება თვეში 65 ლარი;

აღსანიშნავია, რომ თითოეული სასწავლო დონიდან საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გამოვლინდება ლექტორის რეკომენდაციით, 1 კვირით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაემგზავრება. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს, ბილეთის საფასურის გარდა, სრულად ფარავს ცენტრი „იბერია“.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

P.S. ცენტრი CIU-ს სტუდენტებს ასევე სთავაზობს მათზე მორგებულ სხვადასხვა პროგრამას, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია საერთაშორისო სერტიფიკატის აღება, საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა, სტაჟირებების გავლა ესპანეთში, სტუმარი სტუდენტის სტატუსით სარგებლობა და უფასო კონსულტაციები ესპანეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 568618086

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური