2 ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშვნა და რჩევა გეოგრაფიის გამოცდისთვის 2024 წლის აბიტურიენტებს
“აბიტურიენტთა გეოგრაფიის გამოცდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი გახლავთ რუკის კითხვა და მისი ანალიზი, ამიტომ მივაქციოთ ყურადღება”, – ამის შესახებ 2024 წლის აბიტურიენტებისთვის გამართულ ღია კარის დღეზე შეფასებისა და გამოცდებსი ერონული ცენტრის გეოგრაფიის საგნის გჯუფის ხელმძღვანელმა ისაუბრა.
როგორც დავით გოგელაძე ამბობს, აბიტურიენტებს გამოცდაზე დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს ფიზიკური და გეოგრაფიული რუკა და ეს იქნება ორმხრივი რუკა – ერთ მხარეზე საქართველოს, მეორეზე კი მსოფლიო რუკის სახით, რომელიც აბიტურიენტებს დაეხმარებათ კონკრეტული დავალებების შესრულების დროს.
NAEC-ის წარმომადგენელმა გეოგრაფიაში აბიტურიენტების მიერ გასათვალისწინებელი 2 მნიშვნელოვანი შენიშვნა და რჩევა გამოყო:
გეოგრაფიაში ტესტი ორბლოკიანია – დახურული კითხვები სავარაუდო პასუხებით და ღია დავალებები, სადაც აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს თავისი მოსაზრებები/არგუმენტები იმ კითხვიდან გამომდინარე, რომელიც დავალებაში იქნება დასმული. “ეს არის მრავალქულიანი კითხვები, სადაც შესაძლოა, ზოგიერთი ქვეკითხვა ამ დავალებისა იყოს ასევე დახურული- არჩევითპასუხიანი”, – განმარტა დავით გოგელაძემ.
შენიშვნა/რჩევა 1
“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშვნა და რჩევა, რაც შეიძლება გითხრათ, [აბიტურიენტების მხრიდან] ხდება ხოლმე კითხვის ინტერპრეტირება, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ სანამ დაიწყებთ კითხვაზე პასუხის გაცემას, ჯერ კარგად გაეცანით დავალებას, კარგად გაიაზრეთ კითხვა და უპასუხეთ მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც თქვენ კითხვაში გეკითხებიან. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება თქვენს მიერ ამ კითხვის ინტერპრეტირება და რაღაც სხვა საკითხზე პასუხის გაცემა, ბუნებრივია, აქ ქულას ვერ დაიმსახურებთ”.
შენიშვნა/რჩევა 2
“ასევე, როდესაც გეკითხებით, რომ ვთქვათ, რომელიმე გეოგრაფიულ მოვლენასთან დაკავშირებით მოიყვანეთ 2 არგუმენტი. არის ხოლმე შემთხვევები, როცა მოჰყავთ ორზე მეტი, სამი, ოთხი ან ხუთი არგუმენტი და ამ 5 არგუმენტიდან სამი არასწორია. ამ შემთხვევაში ქულას ვერ იმსახურებთ, რადგან სწორ არგუმენტთან ერთად არასწორი არგუმენტის მოყვანით გამსწორებელი ვერ გებულობს ნამდვილად იცით თუ არა ეს საკითხი. ე.ი. შეიძლება, ზოგადად, ამ საკითხზე წარმოდგენა გქონდეთ, დაზეპირებული გქონდეთ… ამიტომ იცოდეთ, რომ არანაირი ზედმეტი წინადადების, სიტყვის ჩაწერა არ არის საჭირო, პირიქით, შეიძლება გააფუჭოთ კიდევაც საქმე”.
აბიტურიენტის კითხვას, თუ რამდენიმე არგუმენტიდან მხოლოდ ერთი არგუმენტი დავწერეთ მივიღებთ თუ არა ქულას, დავით გოგოლაძემ ასეთი პასუხი გასცა:
“მაგალითად არის ეკონომიკასთან დაკავშირებული შეკითხვა რომელიღაც ქვეყანაზე; არის განხილული რაღაც პრობლემა და გეკითხებიან – რამ გამოიწვია ეს პრობლემა – რომელმა ფიზიკურ-გეოგრაფიულმა ფაქტორმა გამოიწვია და რომელმა ეკონომიკურ-გეოგრაფიულმა ფაქტორმა. თუ ამ კითხვაში მიწერია, რომ მომიყვანე ორი ფიზგეოგრაფიული ფაქტორი და შენ [აბიტურიენტი], ფიზგეოგრაფიულთან ერთად, ერთი ეკონომიკურ-გეოგრაფიული არგუმენტი მომიყვანე, გამსწორებელი ვერ ხვდება იცი თუ არა განსხვავება ფიზგეოგრაფიულ და ეკონომიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორს შორის. ამიტომეტადეთ, რომ რასაც გეკითხებიან სწორად მოიყვანოთ არგუმენტი. ასევე შესაძლებელია, რომ რომელიმე კითხვაში საჭირო იყოს როგორც ფიზგეოგრაფიული ფაქტორი, ასევე ეკონომიკურ გეოგრაფიული, მაგალითად სამეურნეო ფაქტორი და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ, რომ ეს არის ფიზგეოგრაფიული ფაქტორი და ეს – ეკონომიკურ-გეოგრაფიული”.
NAEC-ის წარმომადგენელის თქმით, გეოგრაფიაში გამსვლელი, მინიმალური ქულა 15-ია.
ასევე იხილეთ:
„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024