პრეშოვის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი საბაუნიში
2024 წლის 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს პრეშოვის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკი სტუმრები შეხვდნენ საბაუნის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს, ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების შესახებ და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გზებზე.
პრეშოვის უნივერსიტეტის დელეგაციას წარმოადგენდნენ პროფესორი კამილ კარდისი, ბერძნული წესის კათოლიკური თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი პეტერ ტირპაკი, პროფესორი გაბრიელ პავა და კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეშოვის ფილიაილის, წარმოების ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ზაიაცი.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მხარეების თანამშრომლობას სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლის, ერთობლივ პროექტებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიმართულებით.
პრეშოვის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პერსონალის მობილობის ფარგლებში.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი