CIU-ში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ენეაგრამა ლიდერობაში“
15 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედი „ბიზნეს ინკუბატორის“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ენეაგრამა ლიდერობაში“, რომელსაც ენეაგრამას სპეციალისტი, ფსიქოთერაპევტი ილია ნიკაჭაძე უძღვებოდა.
ენეაგრამა ადამიანის 9 ფსიქოტიპს და მათ ურთიერთკავშირს აღწერს: იდეალისტი, მზრუნველი, ტრიუმფატორი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა მოაზროვნე, სკეპტიკოსი, ენთუზიასტი, ბოსი, მედიატორი. თითოეულს შესაბამისი მოტივაცია და ქცევის პატერნი ახასიათებს. ენეაგრამას მიხედვით ინდივიდის ფსიქოლოგიურ პორტრეტში დომინირებს 9 ტიპიდან ერთ-ერთი, იგი ფიქსირებული და უცვლელია, თუმცა, განსხვავებული სიტუაციების ზემოქმედებით ერწყმის დანარჩენ 8 ტიპს განსხვავებული ხარისხით, რაც ვლინდება ქცევის სპეციფიკურ, უნიკალურ ფორმებში.
სპიკერმა შეხვედრის ფარგლებში თითოეული ფსიქოტიპი მიმოიხილა და აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა.
ლექციის დაწყებამდე აურიტორიას „ბიზნეს ინკუბატორის“ პროგრამის ხელმძღვანელმა ია ნადირაშვილმა მიმართა და ყურადღება თემატიკის აქტუალობაზე გაამახვილა.
შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი