CIU-ში, იუსტიციის აუდიტორიაში, პირველი საჯარო ლექცია ჩატარდა
20 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ ახალ პრაქტიკულ სივრცეში – „იუსტიციის აუდიტორიაში“ პირველი საჯარო ლექცია ჩატარდა.
პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 14 მარტს ამოქმედდა, დღეს კი, „იუსტიციის აუდიტორიაში“ მინისტრის პირველი მოადგილის და სამართლის ფაკულტეტის დეკან გიორგი ხატიძის ერთობლივი ლექცია ჩატარდა.
თამარ ტყეშელაშვილმა მიმოიხილა იუსტიციის სამინისტროს სისტემის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი საკითხები, მოისმინა სტუდენტების სურვილები და რეკომენდაციები დაგეგმილი ლექციების შინაარსსა და ფორმატთან დაკავშირებით და აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.
„იუსტიციის აუდიტორია“ შესაძლებლობას აძლევს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, თანამშრომლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, მიიღონ სრული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობის, მისი ამოცანების, მიზნებისა და მიღწევების შესახებ. პროექტი ითვალისწინებს სტუდენტების ჩართულობისა და სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, სტუდენტური პროექტების ხელშეწყობას, საჯარო სამსახურის პოპულარიზაციას და იუსტიციის სამინისტროში კადრების მოზიდვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი