CIU-ში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა 6 მარტს გაიხსნა, სადაც მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური კადრებია წარმოდგენილი.
დღის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ახალგახსნილ ჟიული შარტავას სახელობის საკონფერენციო დარბაზში, სადაც სიტყვით გამომსვლელებმა მოიგონეს ეროვნული გმირის ირგვლივ განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები და გაიხსენეს პირადი ისტორიები.
შეხვედრას უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ, ღონისძიებას კი მოდერაცია რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა გაუწია.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი