CIU-ში კრიმინალისტიკის ლაბორატორია გაიხსნა
17 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე კრიმინალისტიკის ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია გახსნეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზურაბ ჭედიამ. ლაბორატორია შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, შეისწავლიან შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, მტკიცებულებების მოპოვებას, ამოღებას და შენახვას. კრიმინალისტიკის პრაქტიკული კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.
კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში სასწავლო-პრაქტიკულ კურსს უძღვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს უფროსი, ირაკლი ვერულაშვილი და ამავე სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქალაქ თბილისის სამმართველოს უფროსი, თენგიზ სისაური.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე, ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი, მარინა გედევანიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, ირაკლი ვერულაშვილი.
ღონისძიებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქალაქ თბილისის სამმართველოს უფროსმა, თენგიზ სისაურმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო კრიმინალისტიკის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკა და ისაუბრა მის მნიშვნელობაზე.
ლაბორატორიის გახსნით ღონისძიებაზე, ასევე, შედგა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ძინძიბაძის სახელმძღვანელოს – „სასამართლო ბალისტიკა” – პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი