CIU-ში პროექტის „ბიზნეს აკადემია აბიტურიენტებისთვის“ დასკვნითი დღე პრაქტიკულ ვორქშოპს დაეთმო
11 მარტს კავაკიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროექტის – „ბიზნეს აკადემია აბიტურიენტებისთვის“ დასკვნითი დღე CIU-ს ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელ ია ნადირაშვილის პრაქტიკულ ვორქშოპს დაეთმო თემაზე: „ინოვაციები, ცვლილებები და განვითარება“.
შემაჯამებელ ვორქშოპზე სპიკერმა პრაქტიკული სავარჯიშოების მაგალითზე ბიზნესში ინოვაციის როლსა და ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროექტი – „ბიზნეს აკადემია აბიტურიენტებისთვის“ ერთი კვირის განმავლობაში, ონლაინ ფორმატით მიმდინარეობდა, კურსის მიმდინარეობისას, აბიტურიენტებს ჩაუტარდათ ინტერაქციული ლექცია-სემინარები ბიზნესისა და ეკონომიკის სექტორის მოქმედ და წარმატებულ წარმომადგენლებთან, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორიდან.
პროფესიული კურსი სპეციალურად აბიტურიენტებისთვის განხორციელდა და მიზნად ისახავდა პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერასა და სტუდენტობისთვის მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ პროექტში აბიტურიენტები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რეგიონიდან იყვნენ ჩართულები.
პროექტის ბოლოს, ვორქშოპზე მოსულ აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი