GE

CIU-ში პროექტის – „ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

26 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით, პროექტის: „ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია; ბიზნესისა და ტექნოლოგოიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, თათია ბრეგვაძე.

ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე სტუდენტებისა და აბიტურიენტებისგან შემდგარმა ხუთმა გუნდმა წარადგინა თავიანთი კვლევის შედეგები, რომლებიც ჟიურის წევრებმა: კახაბერ კორძაიამ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი); მარიკა კლდიაშვილმა ( ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი); მარინა გედევანიშვილმა (CIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი); ჯუმბერ მარუაშვილმა და (FAO- გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის მრჩეველი) მარიამ თევდორაძემ (USAID სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა-ბიზნეს სერვისების კომპონენტის ხელმძღვანელი) შეაფასეს და გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის პროექტი საქართველოში პირველად CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიცირებითა და ორგანიზებით განხორციელდა.

პროექტი „ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“ საზეიმოდ გაიხსნა 17 მაისს და მიმდინარეობდა 5 კვირის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ 6 ტრენინგი და გასვლითი ღონისძიება ნატახტარის საწარმოში, მონაწილეებმა გაიარეს მენტორინგის პროცესი, ითანამშრომლეს 15 სხვადასხვა საცალო-სავაჭრო, სარესტორნე, სასტუმრო და სადისტრიბუციო ორგანიზაციასთან, მოიპოვეს სასურველი ინფორმაცია და ჩაატარეს ინტერვიუები მაღალი რგოლის მენეჯერებთან.

კვლევის ძირითად თემატიკას „სურსათის ნარჩენების მართვის პრობლემები და გამოწვევები მიწოდების ჯაჭვებში“ წარმოადგენდა.

პროექტში გუნდები: ეკოლუცია, Growth, Polyphony; ოლიმპი და ოპტიმალური კონტრიბუცია მონაწილეობდნენ.

გამარჯვებული გუნდი ოპტიმალური კონტრიბუცია გახდა, რომელთა საკვლევი თემა იყო: „მიწოდების ჯაჭვის როლი სასურსათო ნარჩენების გამომუშავებაში, ნარჩენების მართვის პრობლემები და გამოწვევები სადისტრიბუციო არხებში“.

გამარჯვებულ გუნდს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, პრიზი – 500 ლარის ოდენობით გადაეცა.

პარტნიორი კომპანია – „ავერსის“ კომერციულმა დირექტორმა ლანა ყიფშიძემ რჩეულ გუნდს აჰავას ბრენდის პროდუქცია გადასცა.

USAID სოფლის მეურნეობის პროგრამის ბიზნეს სერვისების კომპონენტის ხელმძღვანელმა გუნდი „Growth” ბიბლუსის 100 ლარიანი ვაუჩერებით დაასაჩუქრა.

FAO გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის მრჩეველმა ჯუმბერ მარუაშვილმა ორგანიზაციის ბრენდირებული სასაჩუქრე ნივთები რჩეულ გუნდ „ოლიმპს“ გადასცა.

კომპანია „ბიბლუსმა“ ლურჯი ოკეანის გამომცემლობის წიგნებით ყველა მონაწილე დააჯილდოვა.

ქართული სარესტორნე ქსელების კომპანია Strada-მ 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი ქსელის ახალ რესტორან ორო-ში გადასცა გუნდ „ეკოლუციას“.

SMEDA- მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის წარმომადგენელმა ანა გედენიძემ საჩუქრად დაასახელა სტაჟირება რჩეული მონაწილისთვის.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მხარდამჭერი და მონაწილე ორგანიზაციები იყვნენ „საქართვლოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“, კომპანია „პეპსიკო“ და „ნატახტარი“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური