CIU-ში პროექტის „CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის“ – პრეზენტაცია – „ღია კარის დღე“ გაიმართება
თუ აბიტურიენტი ხარ, ფიქრობ პროფესიის არჩევაზე და გაინტერესებს რა შესაძლებლობებს გთავაზობთ, 1 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის „CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის“ – პრეზენტაცია – „ღია კარის დღე“ გაიმართება.
„CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის“ არის პროექტი, რომელიც ხორციელდება სპეციალურად აბიტურიენტებისთვის და მიზნად ისახავს მათთვის პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერას და სტუდენტობისთვის მომზადებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ლექცია-სემინარები და პრაქტიკული Workshop-ები აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს პირისპირ შეხვდნენ აქტუალური პროფესიის წარმომადგენლებს და გაეცნონ სასურველი პროფესიის სირთულეებსა და შესაძლებლობებს.
ღია კარის დღეზე მოწვეულ აბიტურიენტებს, პედაგოგებსა და მშობლებს, შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, ფაკულტეტების დეკანებსა და წარმომადგენლებს.
დღის წესრიგი:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი: 11:00 საათი
სამართლის ფაკულტეტი: 12:30 საათი
სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 14:00 საათი
მედიცინის ფაკულტეტი: 15:00 საათი
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი: 16:00 საათი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი