CIU-ში „რა? სად? როდის?“ – შემოდგომის სეზონის ფინალური ღონისძიება გაიმართა
31 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბში „რა? სად? როდის?“ სატელევიზიო ვერსიის 2023 წლის შემოდგომის სეზონის ფინალური ღონისძიება გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობას სპორტული ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი იღებდა: ნუგზარ შარაძის ექვსეული; ლილე ქურასბედიანის ექვსეული; გიორგი ლომუაშვილის ექვსეული; ლაშა სვინტრაძის ექვსეული.
თამაშების სერიას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სოციოლოგი, CIU-ს ორგანიზაციული განვითარების სამსახურის კოორდინატორი ნია სადაღაშვილი, რომელმაც გუნდებს სიმბოლური კითხვა დაუსვა.
შემოდგომის სერიაში საუკეთესო შედეგი – 6:3 – გიორგი ლომუაშვილის ექვსეულმა დააფიქსირა და გამარჯვებულის სტატუსიც მოიპოვა, ხოლო საუკეთესო მოაზროვნე ამავე გუნდის წევრი, ნანო გელანტია გახდა (გუნდის შემადგენლობა – გიორგი ლომუაშვილი; ილია ბატიაშვილი; ნანო გელანტია; თიკა გაზდელიანი; ქეთა იმნაიშვილი; ილია ლაბარტყავა).
გუნდის შემადგენლობა – გიორგი ლომუაშვილი; ილია ბატიაშვილი; ნანო გელანტია; თიკა გაზდელიანი; ქეთა იმნაიშვილი; ილია ლაბარტყავა.
გამარჯვებულები ინტელექტკლუბისგან ბუებით, წიგნებითა და სხვა სუვენირული პრიზებით დასაჩუქრდნენ.
-
„აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ – სამეცნიერო კონფერენცია და მედიადაჯილდოების ცერემონია CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი