GE

CIU-ში სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტებზე სასწავლო წლის შემაჯამებელი ღია ლექციები გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტებზე სასწავლო წლის შემაჯამებელი ღია ლექციები გაიმართა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა წარადგინა სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი პერფორმანსი, კერძოდ სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე რამდენიმე სცენა წარმოადგინეს: ონლაინ ჯავშანი, აეროპორტი, ბორტი, სასტუმრო, რესტორანი და სხვ.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა იმიტირებული ინგლისურენოვანი კონგრესის სხდომა – „პრეზიდენტი კონგრესის წინააღმდეგ“ წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების, ასევე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა იმიტირებულ პერფორმანსის ფარგლებში, მაღალი ენობრივი კომპეტენცია წარმოაჩინეს.

სალექციო კურსს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, ნანა პარინოსი უძღვებოდა. ღია ლექციებს ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, დოქტორი კახაბერ კორძაია; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ეკატერინე ჭალაგანიძე; ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ჯემალ სოლოღაშვილი; ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, ლალი მიქელაძე და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, ალიკა გუჩუა; ასევე სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური