GE

CIU შოთა რუსთაველის ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

კვლევითი პროექტის თემატიკაა – „ინკლუზიური უმაღლესი განათლება მდგრადი განვითარების კონტექსტში – ძირითადი თეორიული ცნებები საერთაშორისო კროს-ქეის ანალიზის საფუძველზე (საქართველო და შვედეთი)“. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია, საერთო ბიუჯეტით 190 775 ლარი.

პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაციაა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საიდანაც ძირითადი მკვლევარი ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, რექტორი კახაბერ კორძაიაა. პროექტის თანამონაწილე ორგანიზაციაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო პარტნიორი ორგანიზაციაა შვედეთის ევლეს უნივერსიტეტი. კვლევით პროექტში ჩართულია ორი შვედი პროფესორი ძირითადი მკვლევრისა და კონსულტანტის პოზიციებზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს პროექტის მკვლევრებს ღირსეულ გამარჯვებასა და წარმატებებს უსურვებს სამეცნიერო საქმიანობაში!

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური