GE

ცნობილია მასწავლებლობის მსურველთა სია, რომლებმაც შემოდგომის გამოცდაზე გადალახეს ან ვერ გადალახეს ზღვარი

ცნობილი გახდა იმ მასწავლებლობის მსურველ პირთა სია, რომლებმაც 2019 წლის შემოდგომაზე საგნობრივი კომპეტენციების დადასტურებისათვის ორგანიზებულ ტესტირებაში მიიღეს მონაწილეობა და გადალახეს ან ვერ გადალახეს ზღვარი.

იხილეთ მასწავლებლობის მსურველ პირთა სია, რომლებმაც შემოდგომაზე გადალახეს ან ვერ გადალახეს ზღვარი

მასწავლებლობის მსურველი საკუთარი შედეგის ნახვას, ანუ გადალახა თუ არა მან ზღვარი, მისივე საგამოცდო კოდის გასწვრივ შეძლებს.

შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისთვის, რომელიც 2-8 ნოემბერს ჩატარდა, 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური