Cosmotronix – ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტის ჰაკათონის ციფრული განათლება მომავლისთვის – Digital Education For Future-ის გამარჯვებულია
ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტის ჰაკათონის ციფრული განათლება მომავლისთვის -Hackathon – Digital Education For Future ფინალი 10 ნოემბერს გაიმართა. ჰაკათონი საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში მიმდინარეობდა.
ჰაკათონზე ჯამში 250 ადამიანი დარეგისტრირდა, ფინალური ეტაპისთვის კი 163 ადამიანი შეირჩა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან შემდგარმა გუნდებმა 43 საგანმანათლებლო იდეა წარმოადგინეს.
კონკურსის ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი გახდა Cosmotronix, რომელიც საქართველოს სახელით გლობალურ ჰაკათონში მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებულ გუნდს ჰაკათონის პარტნიორი TBC Z-სგან გადაეცა ჯილდო 2000 ლარის ოდენობით და აგრეთვე გუნდის თითოეულ წევრს ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – Ilia State University-მა კონკურსის ფარგლებში გამოავლინა რჩეული გუნდი STEMGE, რომელსაც 1500 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადასცა.
San Diego State University Georgia – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდი გახდა Veni Vidi Didict, რომელიც დაჯილდოვდა 1500 ლარით.
ჰაკათონის პარტნიორმა UNDP Georgia Accelerator Lab-მა გამოავლინა ასევე რჩეული გუნდები:
FutureS-რომელიც დასაჩუქრდა 750 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ნაკრებით;
BMA-რომელიც დასაჩუქრდა 750 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ნაკრებით;
VISU-რომელიც დასაჩუქრდა 1500 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ნაკრებით.
პროექტის ფარგლებში Youth Tech Clubs Network – ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი- მა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA – Tech Park), კომპანია Innotec-მა გამოავლინეს რჩეული გუნდები ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წევრი სკოლებიდან. თითოეულ რჩეულ გუნდს გადაეცა არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრები.
რჩეული გუნდები:
- მატრიქსი-ახაშნის საჯარო სკოლა
- Myrobot.ge- ქ.ახმეტის N1 საჯარო სკოლა
- TECH-N³EM-სსიპ საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის ნომერ მეორე საჯარო სკოლა
5,6,7 ნოემბერს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ სხვადასხვა მიმართულების ლექციებისთვის. 9-10 ნოემბერს კი გუნდები 2 დღის განმავლობაში მენტორებთან ერთად მუშაობდნენ იდეის დახვეწასა და პროტოტიპების ჩამოყალიბებაზე.
ადგილობრივი ჟიურის წევრები იყვნენ:
ნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი;
სანდრო ასათიანი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი;
მერაბ ლაბაძე- ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი;
გიგა გოცირიძე-სანდიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერი;
მამუკა აფაქიძე- ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ელექტრონიკის მთავარი სპეციალისტი;
ვახტანგ ბალავაძე-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელი;
ნატო ჩაკვეტაძე- 500 Startups -ის სააქსელერაციო პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი;
სესილი ვერძაძე-გადაწყვეტების იდენტიფიცირების ხელმძღვანელი, UNDP სწრაფი განვითარების ლაბორატორია;
პროექტის მხარდამჭერია კომპანია ბილაინი – Beeline
ჰაკათონის მედიაპარტნიორი იყო NEXT.On.ge – მეცნიერება და ტექნოლოგიები
- ილიაუნის რექტორი: „გვჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ“ by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- Times Higher Education 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგში ილიაუნი ქვეყნის მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზეა by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საჯარო შეხვედრა ილიაუნის ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით 17 ოქტომბერს გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი