Times Higher Education 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგში ილიაუნი ქვეყნის მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზეა
Times Higher Education 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზეა.
უნვერსიტეტის მიერ დღეს, 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატება Times Higher Education World University Rankings-ში ადასტურებს მის მყარ პოზიციას და ხედვას კვლევის ხარისხისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, რაც უნივერსიტეტის პრიორიტეტია.
2022 წლის ნიშნული 34.6 კვლევის კატეგორიაში 2024 წლისთვის 49.6-მდე გაიზარდა, რითაც ილიაუნი მოექცა ისეთი ცნობილი იაპონური და ავსტრიული უნივერსიტეტების გვერდით, როგორებიცაა University of Tsukuba (იაპონია) და Graz University of Technology (ავსტრია).
THE-ის რეიტინგში ილიაუნის საერთაშორისო პერსპექტივის 2022 წლის მაჩვენებელი წელს 48.42-იდან 52.4-მდე გაიზარდა და ამ მიმართულებით მოხვდა ცნობილი უნივერსიტეტების – ISCTE-University Institute of Lisbon (პორტუგალია) და University of Rhode Island-ის (აშშ) – გვერდით.
ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგები სრულად იხილეთ ბმულზე
-
ილიაუნის წიგნის სახლში უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ შეხვედრა ინფლუენსერებთან და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს“ – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი