Covid-19-ის კონტექსტში, ხელმისაწვდომი მეცნიერების განვითარებისა და თანამშრომლობის მიზნით, იუნესკომ 122 ქვეყნის მობილიზაცია მოახდინა
30 მარტს იუნესკომ ორგანიზება გაუწია მსოფლიოს მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლების ონლაინ შეხვედრას. მასში მონაწილეობა 122 ქვეყნის წევრმა მიიღო. მათ შორის იყო 77 მინისტრი და სახელმწიფო მდივანი, ევროკომისარი ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში მარია გაბრიელი, აფრიკის კავშირის მეცნიერების კომისარი სარა ანიან აგბორი, ნიკარაგუას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მოისეს ომარ ხალლესლევენს ასევედო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავრი სამეცნიერო თანამშრომელი ექიმი სუმია სვამინატანი.
შეხვედრის მთავარი მიზანი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობის განხილვა იყო. გარდა ამისა, მასზე Covid-19 პანდემიის კონტექსტში მეცნიერების სფეროში ინვესტიციების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს. „ხელმისაწვდომი მეცნიერების“ საკვანძო შეკითხვა, რომლის მიხედვითაც იუნესკო საერთაშორისო რეკომენდაციას გასული წლის ნოემბრიდან ამზადებს, განხილვის მთავარი თემა გახდა.
იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ გლობალური კრიზისების პრევენციისა და შედეგების შერბილების მიზნით, მთავრობებს სამეცნიერო თანამშრომლობის გამყარებისა და თავიანთ კვლევით პროგრამებში ხელმისაწვდომი მეცნიერების ჩართვისკენ მოუწოდა.
„პანდემია Covid-19 მეცნიერების მნიშვნელოვანი როლის გააზრებას გვაიძულებს, როგორც კვლევებისთვის, ისე საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, ახლანდელმა კრიზისმა ხელმისაწვდომი მეცნიერების დახმარებით ინფორმაციის უფრო ეფექტურად გაცვლის აუცილებლობა გვაჩვენა. ჩვენი, ყველას ძალისხმევის გაერთიანების დრო დადგა“, – განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი სამეცნიერო თანამშრომლის, სუმია სვამინატანი თქმით, „ცოდნისა და მონაცემების გაცვლისთვისა და Covid-19 კვლევების წინსვლისთვის თანამშრომლობა ნამდვილად მნიშვნელოვანია. იმ დროს, როდესაც სავაჭრო და ლოგისტიკური ბარიერები პირველადი საჭიროების საქონლის მიწოდებას აფერხებს, მეცნიერებამ პანდემიაზე გლობალური ზომებით რეაგირება უნდა შეძლოს“.
ბოლო კვირების განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის საპასუხოდ, საერთაშორისო სამეცნიერო გაერთიანებამ ძალების მობილიზება შეძლო. კვლევების შედეგების გავრცელებისა და საკუთარი სამუშაო მეთოდების უპრეცედენტო რეფორმის გზით მათ სასურველ შედეგს მიაღწიეს. შედეგად მსხვილმა სამეცნიერო ჟურნალებმა ვირუსზე არსებული ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდების საპასუხოდ 1000-ზე მეტი კვლევითი სტატია გამოქვეყნდა. საერთაშორისო კვლევითი კონსორციუმები რამდენიმე დღეში შეიქმნა, რამაც ხელი სწრაფ პროგრესს შეუწყო.
„ჩვენი გადარჩენა მეცნიერებაზეა დამოკიდებული“ – განაცხადა ბრაზილიის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და კომუნიკაციების მინისტრმა მარკოს პონტესმა.
რაც შეეხება ხელმისაწვდომი მეცნიერების შეხვედრის დღის განრიგს, ის შემდეგს მოიცავდა:
- სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის მიზნით გამოცდილებისა და ძალისხმევის გაერთიანება. ქვეყნებს შორის ცოდნაში არსებული უფსკრულის შემცირება;
- სამეცნიერო მონაცემებზე, კვლევების შედეგებზე და საგანმანათლებლო რესურსებზე თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირების, მკვლევრების, ნოვატორების, გამომცემლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება;
- საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით მეცნიერებასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის კავშირების დამყარება;
- ქვეყნებს შორის დაკეტილი საზღვრების მიუხედავად საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მეცნიერების უზრუნველყოფა.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: ru.unesco.org
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება