GE

რიგი ცვლილებები საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში – მინისტრის ბრძანება

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში მინისტრ გიორგი ამილახვარის ხელმოწერით რიგი ცვლილებები შევიდა. მათ შორის, დაემატა ახალი პუნქტები და შევიდა რედაქციული ცვლილებები.

ახალდამატებული პუნქტების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია მონიტორინგის ფორმად განსაზღვროს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და/ან ექსპერტთა ჯგუფის მხრიდან დოკუმენტების შესწავლა და/ან ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა.

“ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის ფორმით მონიტორინგის განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დადასტურების მიზნით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს; ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგი წარედგინება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ცენტრს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის და/ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების თაობაზე”, – ვკითხულობთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებაში, რომელიც 16 თებერვალს გამოქვეყნდა.

დებულებას დაემატა ორი ახალი, 104, 105 და 106 მუხლები, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვალდებულების წარმოშობის ვადებს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლის ვადებსაც უკავშირდება.

გარდა ამისა, ახალი ბრძანებით დაკორექტირდა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროგრამის დამატების საფასურების შესახებ არსებული ჩანაწერიც.

დეტალურად იხილეთ: დამტკიცებული ბრძანება

ბრძანებას თან ერთვის დანართი #5:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური