„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – კოლეჯი „ახალი ტალღა“
15 ნოემბერს საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის პრეზენტაციას ქობულეთში მდებარე საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ახალი ტალღა” უმასპინძლა. პრეზენტაციის თემა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გაზრდას და სტუდენტთა დასაქმების გამარტივებას ეხებოდა.
უფრო კონკრეტულად, პრეზენტაციის ფარგლებში სასწავლებლის სტუდენტები გაეცნენ EDU.ARIS.GE-ზე პროფესიული განათლებისთვის შექმნილ ახალ გვერდს – https://edu.aris.ge/tvet/, რომელზეც ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს საშუალება აქვთ დაჩექინდნენ და, სურვილის შემთხვევაში, ატვირთონ საკუთარი CV პოტენციური დამსაქმებლებისთვის.
აღნიშნულ პრეზენტაციას „ახალი ტალღის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ მასაჟისტის, ფარმაცევტის, პრაქტიკოსი ექთნის, მზარეულის, ბართენდერის, თმის სტილისტის და სხვა მიმართულების სტუდენტები. ისინი პროექტით ძალიან დაინტერესდნენ და სტუდენტების ნაწილი ადგილზევე დაჩექინდა,
დაჩექინება მარტივია და კოლეჯ „ახალი ტალღის“ სტუდენტებმა საკუთარი მონაცემების დატოვება კოლეჯის მიკროვებგვერდზე https://edu.aris.ge/tvet/new-wave.html შეუძლიათ.
კოლეჯი „ახალი ტალღა” გამორჩეულია იმით რომ აქვს ერთ-ერთი ყველაზე მრავალპროფილური საგანმანათლებლო პროგრამები. რაც შეეხება შემდგომ დასაქმებას, კოლეჯს პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით თითქმის 100%-იანი მაჩვნებელი აქვს. კოლეჯს აქვს 100 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, რაც ხელს უწყობს მთლიანად აჭარის რეგიონიდან სტუდენტების მოზიდვას. ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის სასწავლებელში – სასტუმროს საქმე, სარესტორნო საქმე, მიღება-განთავსების სპეციალისტის, ბარტენდერის, მზარეულის, კონდიტერის, გიდის და ტუროპერატორის კურსებია.
პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები.
- 2019 წლის შეჯამება პროფესიულ განათლებაში და „ახალი ტალღას“ 2020 წლის გეგმები by საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“
- კოლეჯს “ახალი ტალღა” და აჭარის ჭადრაკის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“
- პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა „კულინარიის ხელოვნებაში“ by საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“