დაჭრილი სკოლის მოსწავლე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა
მაღალკლასელ სკოლის მოსწავლეების შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად დაჭრილი ერთ–ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა.
“მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი – საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე – მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 51-ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. თვითმხილველის თქმით, დაპირისპირებაში 10-15-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, თუმცა უცნობია ყველა ერთი სკოლის მოსწავლეა თუ არა.
„დანებით დაჭრეს ერთმანეთი. ორია დაჭრილი. ორი მძიმედ იყო, ერთს თავი ჰქონდა გატეხილი,“- აღნიშნა თვითმხილველმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან