„დაიშვას სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილება ე.წ BUS LINE-ზე“ – მოსწავლეთა მშობლების პეტიცია და მოთხოვნა მერიისადმი
დედაქალაქის მოსწავლეთა მშობლები თბილისის მერიას მიმართავენ და მოითხოვენ, რომ სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილება ავტბუსის ზოლში გახდეს შესაძლებელი.
აღნიშნული მოთხოვნით სპეციალური პეტიცია შეიქმნა, რომელსაც უკვე 2000-მდე მშობელი აწერს ხელს.
“დაიშვას სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილება ე.წ “Bus line”-ზე, რომ ჩვენმა შვილებმა დღეში რამდენიმე საათი არ გაატარონ საცობში დგომაში!!!”, – ვკითხულობთ პეტიციაში.
პეტიციას სულ 10 000 ხელმოწერა სჭირდება.
ხელმოწერის დაფიქსირებისთვის იხილეთ პეტიცია
შეგახსენებთ, რომ ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლება, მერიის გადაწყვეტილებით, ცოტა ხნის წინ ტაქსების გარკვეულ კატეგორიას მიენიჭა და A კატეგორიის ტაქსებს, რომელთა ასაკიც 10 წელს არ აღემატება, ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება მისცეს, გარკვეული დათქმებით.
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება