დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2024/07/exams2024-150724-TBS-2-458x257.jpg)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2024-2025 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი 2024 წლის 27 დეკემბერს დასრულდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შესაბამის პორტალზე: სარეგისტრაციო ბმული
ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის შესახებ:
პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას ფინანსური ხელშეწყობის გზით.
პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, დუშეთის, საჩხერის, მესტიის, ზუგდიდის, წალენჯიხის (სოფ: პალური, ნაშამგუ, ოლორი, ქალაღალი, წყოუში, ეწერფერდი, ფახულანი, მუჟავა) და ონის (სოფ: გლოლა, გომი, ღარი, ირი, სხანარი, ქვედი, წედისი, ჯინჭვისი) მუნიციპალიტეტებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ და სწავლობენ აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
დეტალები პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საქართველოს მთავრობის განკარგულება.
ასევე იხილეთ:
-
ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
-
აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
-
დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება