დამლაგებელის ვაკანსია EDU.ARIS.GE–ზე
EDU.ARIS.GE – საგანმანათლებლო ამბების სააგენტოა, რომელიც, უკვე 8 წელზე მეტია აქტიურად აშუქებს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს და მაღალი ცნობადობითა და ნდობით სარგებლობს ამ სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიაში.
ვაკანსია: დამლაგებელი,
სამუშაო ადგილი: თბილისი, მგრვალ ბაღთან
სამუშაო გრაფიკი: შეთავსებით
სამუშაოს აღწერა:
ჩვენ არ ვართ ბარი, რესტორანი, სილამაზის სალონი ან საკონდიტრო საწარმო. ჩვენ ოფისში მხოლოდ ზოგადი სისუფთავის შენარჩუნება გვინდა! კვირაში ორჯერ, დილის საათებში, 1 ან 2 საათი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი ოფისი დალაგდეს.
ნუ გამოგვიგზავნით CV-ს!
თუ ფიქრობთ რომ ადეკვატურად აფასებთ შრომას და სამუშაოს ხარისხს, გამოგვიგზავნეთ მოკლე პასუხები შემდეგ 3 კითხვაზე:
გაქვთ თუ არა ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება?
თქვენი ასაკი?
რა არის თქვენთვის სასურველი ანაზღაურება?
შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: sales@aris.ge, თემაში მიუთითეთ – „დამლაგებელი“
სააგენტოების წარმომადგენლებს ვთხოვთ ნუ შეწუხდებიან ინფორმაციის გამოგზავნით.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი, 2017
შეუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
საერთაშორისო სკოლების და საზაფხულო პროგრამების შეთვაზება ერთ სივრცეში – გამოფენა თბილისში, 23 აპრილს გაიმართება
by მასმედია
-
CIU-ში საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თემატიკაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
by მასმედია