დებატების კურსი ალტე უნივერსიტეტში X, XI და XII კლასის მოსწავლეებისათვის
დაეუფლე დებატების ხელოვნებას და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე ბანაკის საგზურით.
ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, აბიტურიენტების კლუბი -თან ერთად, დებატების სამდღიან კურსს ატარებს, რომელსაც დებატების პროფესიონალი მსაჯი და ტრენერი – გიორგი ანდრონიკაშვილი გაუძღვება.
კურსზე დარეგისტრირებას X, XI, XII კლასის მოსწავლეები შეძლებენ.
თეორიული სესიების შემდეგ, მოსწავლეები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ და მონაწილეობას მიიღებენ დებატებში, საიდანაც ჟიური სამ გაამრჯვებულს გამოავლენს და დაასაჩუქრებს.
პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა ბანაკის „საგზური“ და სასაჩქრე ვაუჩერი. მეორე და მესამე ადგილზე გასულებს კი – სასაჩუქრე ვაუჩერი.
ლექციები გაიმართება 21-22-23 ოქტომბერს, 16:00 -19:00 სთ-მდე, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში.
რეგისტრაციისთვის მიჰყევი: სარეგისტრაციო ბმული
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი