GE

დედა ტერეზას 7 რჩევა ბავშვის აღზრდის საკითხში

დედა ტერეზა -ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც ორგანიზაცია “ქველმოქმედების მისიონერები” დააფუძნა და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში მან თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში.

დედა ტერეზა გვირჩევს, როგორ აღვზარდოთ ბავშვი:

1) იყავით ყურადღებით იმის მიმართ თუ რას ეუბნებით ბავშვებს. უფროსები არასაკმარისად აკონტროლებენ თავიანთ გამონათქვამებს, როდესაც ბავშვებს ესაუბრებიან. ზოგიერთი ბავშვს უნიჭოს, სულელს და ზარმაცს ეძახის. ამით უფროსები, როგორც მშობლები, ასევე აღმზრდელებიც, ხშირად ღუპავენ ბავშვებს. ბავშვები ექცევიან ამის გავლენის ქვეშ და რამდენიმე ხანში მართლაც ხდებიან მოუხერხებლები, ზარმაცები და ნიჭის გამოვლენაც უჭირთ.

2) არ შეაშინოთ ბავშვები ურჩხულებით, მგლებით და პოლიციით. ეს არ გახდის ბავშვს არც ჭკვიანს და არც კეთილს.

3) აღზარდეთ ბავშვები ისე, რომ მისცეთ უნაკლო მაგალითი. ბავშვებს არ უყვართ დარიგებები და ნოტაციების კითხვა, მათ სურს დაინახონ თქვენი საქციელები და არა უბრალოდ მოისმინონ თქვენი სიტყვები.

4) ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ, იყოთ თქვენს სიმაღლეზე ბავშვების თვალებში. არ გამოააშკარაოთ მათ თვალწინ თქვენი სისუსტეები და ნაკლი. როდესაც მშობლები უშვებენ იმას, რომ ბავშვი მათ სისუსტეს ხედავს, პატარები იწყებენ ნერვიულობას და ორიენტაციას კარგავენ, რადგან მათ მეტი არავინ არ ჰყავთ, ვისაც დაეყრდნობიან ან ვისი იმედიც ექნებათ. ბავშვს, რომელიც თავს გრძნობს პატარად და სუსტად, სურს, რომ ყავდეს დამცველი და ის იყოს მისი ურყევი ავტორიტეტი.

5) ბავშვი ეძებს მშობლებისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. თუ სახლში ბავშვი ხდება მშობლებს შორის ჩხუბისა და კამათის მოწმე, მშობლებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ისინი შვილის კარგად აღზრდას შეძლებენ. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი მამა ან დედა არასწორად იქცევა, ის თავს დაკარგულად გრძნობს და მეამბოხე ხდება. ეს არის მიზეზი უამრავი ტრაგედიისა ოჯახში და საზოგადოებაში.

6) სჯობს არასოდეს სცემოთ ბავშვი. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ის მართლაც იმსახურებს ცემას, პატარა მორტყმა მას ნამდვილად არ ავნებს, მაგრამ იყავით ფრთხილად! არასოდეს არ დასაჯოთ ბავშვი, თქვენი სიბრაზის დროს. ასე ბავშვს მეხსიერებაში დაუტოვებთ სიძულვილის, სიბრაზის შთაბეჭდილებას და არა სამართლიანობის შეგრძნებას. ბავშვის სწორი აღზრდისთვის საჭიროა, ბავშვი გრძნობდეს, რომ თქვენ სამართლიანი ხართ, როდესაც მას სჯით.სწორედ ამიტომ, თუ თქვენ მაინც გიწევთ ბავშვის დასჯა, თქვენი მზერა არ უნდა გამოხატავდეს სიბრაზეს და მტრობას: მას მალე დაავიწყდება დარტყმაც და სახეში გაწნაც, მაგრამ არასოდეს დაავიწყდება თქვენი გამომეტყველება სიძულვილითა და სიბრაზით სავსე. ბავშვის დასჯა უნდა იყოს განპირობებული არა იმით, რომ თქვენ ამოგეწურათ მოთმინება, არამედ იმის სურვილითა და მცდელობით, რომ ბავშვმა გაიგოს, წესები მისივე საკეთილდღეოდ არსებობს და მან ის უნდა დაიცვას.

7) ბავშვები უსაზღვროდ უნდა ენდობოდნენ და ემორჩილებოდნენ საკუთარ მშობლებს. ეს არის ერთ–ერთი ძირითადი წესი ბავშვის სწორი აღზრდისა მოსიყვარულე და მეგობრულ ოჯახში. ასე იქცეოდა იესო ნაზარეთში, როდესაც 30 წლის განმავლობაში თავის მშობლებს ემორჩილებოდა.

წყარო: jesus.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური