დედამიწის მეხუთე ოკეანე ოფიციალურად აღიარეს – რა გავლენა ექნება გადაწყვეტილებას განათლების სისტემაზე?
დედამიწის მეხუთე ოკეანე საბოლოოდ აღიარეს — ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების გადაწყვეტილებით, ანტარქტიდის გარშემო წყლებს სამხრეთის ოკეანე უწოდეს და შეემატა უკვე აღიარებულ ატლანტის, წყნარ, ინდოეთისა და ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეებს.
ანტარქტიდის გარშემო წყლებს ცალკე ოკეანედ ას წელზე მეტია მოიხსენიებენ და ამ ტერმინს მეცნიერებიც ფართოდ იყენებენ, მაგრამ ამ დრომდე დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა.
8 ივნისს, მსოფლიო ოკეანის დღეს, აშშ-ის ეროვნულმა გეოგრაფიულმა საზოგადოებამ გამოაცხადა, რომ ამიერიდან საკუთარ რუკებზე სამხრეთის ოკეანეს პლანეტის მეხუთე ოკეანედ მონიშნავს.
„დიდი ხანია, სამხრეთის ოკეანე მეცნიერთა მიერ აღიარებულია, მაგრამ რადგან აქამდე არ არსებობდა საერთაშორისო შეთანხმება, ოფიციალურად მას არასოდეს ვცნობდით და გარკვეულწილად გეოგრაფიულ ჟარგონს წარმოადგენდა“, — ამბობს საზოგადოების გეოგრაფი ალექს ტაილი.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა განათლების სისტემაზე ექნება.
National Geographic-მა რუკების შექმნა 1915 წლიდან დაიწყო, მაგრამ ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება მხოლოდ ოთხ ოკეანეს აღიარებდა, რომლებსაც მათი მოსაზღვრე კონტინენტებით განსაზღვრავდნენ. ამის საპირისპიროდ, სამხრეთის ოკეანე გარშემო კონტინენტებით კი არ არის შემოსაზღვრული, არამედ ანტარქტიკის ცირკუმპოლარული დინებით (ACC), რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიედინება. მეცნიერთა აზრით, ეს დინება 34 მილიონი წლის წინ გაჩნდა, როდესაც ანტარქტიდის კონტინენტი სამხრეთ ამერიკას გამოეყო და მის გარშემო წყალს თავისუფლად მოძრაობის საშუალება მიეცა.
წყარო: 1tv
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება