საქართველოში საშუალო ხელფასი 2 466 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 517 ლარია – საქსტატის მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემების მიხედვით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.2%-ით (248.7 ლარით) გაიზარდა და 2 466.2 ლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ 18 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საშუალო თვიური ანაზღაურების ზრდა დაფიქსირდა განათლების სექტორშიც. უფრო კონკრეტულად კი, 2024 წლის IV კვარტალში განათლებაში საშუალო თვიური ხელფასი 1 409, 2025 წლის IV კვარტალში კი 1 517 ლარი იყო.
ამ პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქსტატის მონაცემები, სადაც განათლება შესაბამის დიაგრამაზე „P“ ნიშნით არის გამოსახული, ცხადყოფს, რომ განათლება ხელფასის ოდენობის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის სახეებს შორის ერთ-ერთი ბოლო დარგია.
ამავე ანგარიშის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 373.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 9.1%-ით); - მშენებლობა – 3 938.9 ლარი (გაიზარდა 17.2%-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 747.7 ლარი (გაიზარდა 11.1%-ით);
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 386.5 ლარი (გაიზარდა 31.8%-ით).
2025 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 952.5 ლარი, ხოლო კაცების – 2 978.9
ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 173.9 ლარი (9.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში –
325.1 ლარი (12.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქსტატის ანგარიში
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
„ჩვენ ვახორციელებთ ისტორიული ტიპის რეფორმას ზოგად და უმაღლეს განათლებაში“
by ARIS.GE-განათლება
-
კრიტიკა და თავის მართლება განათლების კომიტეტზე, სადაც 6 წელს მიღწეულთა პირველ კლასში შესვლა განიხილეს
by ARIS.GE-განათლება
-
დამტკიცდა განახლებული სქემა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის – მოთხოვნები, შეფასება და ყველა დეტალი
by ARIS.GE-განათლება
