დეპუტატი: საქართველოში მოსწავლეები სკოლას ისე ამთავრებენ, არ იციან რა აინტერესებთ
„ჩვენ გვაქვს საბჭოთა სკოლა, სადაც საკუთარ და სხვის შვილებს ვაწვალებთ და 12 წელს ისე ვაკარგვინებთ, რომ სკოლა მაინც ვერ აღწევს თავის მთავარ მიზნებს“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ 25 მაისს, საპარლამენტო დებატების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში იკრძალება სკოლები, სადაც ბავშვებს საკუთარი თავის პოვნაში ეხმარებიან:
„აქ ჩვენ მოსწავლეებიც გვესწრებიან და მე მგონია, რომ ზუსტად გაიგებენ რასაც ვამბობ. ბავშვები სკოლას ამთავრებენ ისე, რომ არ იციან ვინ უნდა გამოვიდნენ, არ იციან საკუთარი ინტერესებისა და სურვილების შესახებ. არ იციან რით მიიღებენ სიამოვნებას ცხოვრების ბოლომდე, რა საქმის კეთებით. ჩვენ კი ვაკეთებთ სკოლებს, სადაც ამის შესწავლა შეუძლებელია და ამავდროულად ვკრძალავთ ყველა სხვა სკოლას, სადაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, უფრო მეტი გაიგონ საკუთარი თავების შესახებ“, – თქვა იაგო ხვიჩიამ სიტყვით გამოსვლისას.
ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას მალევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე. მან იაგო ხვიჩიას განცხადების შინაარსი უარყო და აღნიშნა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს კარგი და წარმატებული სკოლები. არჩილ თალაკვაძემ ამის მაგალითად კერძო სკოლა „ქორალის“ მოსწავლეებიც მოიყვანა, რომლებიც აღნიშნულ საპარლამენტო დებატებს ვიზიტორების სტატუსით ესწრებიან.
ასევე იხილეთ:
მაია ცირამუა: სწავლის საწყის საფეხურზე ბავშვს ჭადრაკი კი არა, ეს სჭირდება
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება