დიდი პარასკევის შესახებ – წითელი კვერცხის ისტორია

დიდი პარასკევი – ვნების შვიდეულის პარასკევი. ამ დღეს ქრისტე გააკრეს ჯვარზე. ამ დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება განსაკუთრებული რიტუალი ქრისტეს ჯვარცმის სამახსოვროდ, რომლის დროსაც ტაძარში დაასვენებენ გარდამოხსნას – ჯვრიდან გარდამოხსნილი იესო ქრისტეს გამოსახულებას.
დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი) ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფალს მარადიულობასთან შეხების საოცარი განცდა ეუფლება. ეს გრძნობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მიცვალებული მთელ ერს ეკუთვნოდა. ასეთ დროს ამაო საგნებზე ფიქრიც კი უხერხულია. ჩვენ კი, ქრისტიანებს, გვენიჭება დიადი უფლება, არ მივატოვოთ ჯვარზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მენელსაცხებლე დედებთან, წმიდა იოანე მახარებელთან და თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ვიყოთ მისი ჭირისუფალნი.
ამის გამო, ეს დღე განსაკუთრებით წმიდად უნდა გავატაროთ, მაქსიმალურად ვეცადოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოვერიდოთ ურთიერთობებს, სხვისი საქციელის განკითხვას; სულ გვახსოვდეს ჯვარცმული მაცხოვარი.
ამ დღეს შეგვიძლია საზრდელზე უარიც კი ვთქვათ, ან მცირედ წავიხემსოთ დღის მეორე ნახევარში.
დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე.წ. „გარდამოხსნის გადმოსვენება“ – იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი.
საღამოს იკითხება „თორმეტი ვნების სახარება“, ანუ ყველა ის ადგილი სახარებაში, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე.
სასურველია, რომ ქრისტიანი ორივე რიტუალს დაესწროს.
წყარო: საქართველოს საპატრიარქო
-
გაიარე ანტრეპრენერული განათლების პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT და გახდი SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი – კონკურსი გამოცხადებულია by მასმედია
-
BTU-ს ახალ კამპუსში სასწავლო პროცესი დაიწყო by მასმედია
-
გერმანელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში პირველი XR ლაბი გაიხსნა by მასმედია