DIGIEDUHACK 2021: ციფრული განათლება მომავლისთვის – ილიაუნი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 9-10 ნოემბერს გაიმართება ჰაკათონი „ციფრული განათლება მომავლისთვის Georgia – Digital Education For Future“, რომელიც საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ორი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს და მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ და ინოვაციური განათლების ფონდი.
DigiEduHack, EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ინიციატივა, ხორციელდება ევროკავშირის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
ღონისძიებაში, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, მთელი ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნების გუნდები ერთიანდებიან განათლების უკეთესი მომავლის შესაქმნელად მდგრადი მსოფლიოსთვის. 2021 წელს ჰაკათონის მთავარ ეტაპს მასპინძლობს სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კვლევით ცენტრთან (IRCAI) თანამშრომლობით.
ჰაკათონი მონაწილეებს მოუწოდებს, შეიმუშაონ საინტერესო გადაწყვეტა და შექმნან პროტოტიპები სხვადასხვა თემატიკაზე საგანმანათლებლო მიმართულებით. ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება, თავისი იდეა წარადგინოს DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე, რომელზეც მას შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები და საბოლოო, გლობალური, გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.
ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე ჰაკათონი ონლაინ გაიმართება.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
ასევე საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 ნოემბერი, 23:59 საათი
წინა წლის პროექტები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ჰაკათონი „ციფრული განათლება მომავლისთვის Georgia – Digital Education For Future“ ადგილობრივი ჟიურის წევრები იქნებიან:
- ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი;
- ავთანდილ მღებრიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის მენეჯერი;
ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; - სანდრო ასათიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი;
- დავით ჩეჩელაშვილი, ანტერპრენერი, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი;
- მერაბ ლაბაძე, ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი;
- ნატო ჩაკვეტაძე, 500 Startups-ის სააქსელერაციო პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი;
- მიხეილ წიკლაური, Apple-ის მთავარი ტექნოლოგიური ლიდერი.
პარტნიორები:
ჰაკათონის პარტნიორია UNDP Accelerator Lab;
ჰაკათონს პარტნიორობას უწევს TBC Z;
ჰაკათონს პარტნიორობას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო;
ჰაკათონის პარტნიორია კომპანია Innotec;
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA•Tech Park) მიერ;
ჰაკათონის მედიაპარტნიორია NEXT.On.ge – მეცნიერება და ტექნოლოგიები;
ჩვენი ქომუნითი პარტნიორები არიან CG Georgia და Fennec Tech Studio.
პრიზები:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს 1500 ლარის ოდენობით, რომელსაც იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისაგან დაკოპლექტებულ რჩეულ გუნდს გადასცემს;
UNDP Accelerator Lab თავის რჩეულ გუნდს გადასცემს სპეციალურად დაწესებულ პრიზს;
ჰაკათონის პარტნიორი TBC Z გამარჯვებულ გუნდს გადასცემს პრიზს 2000 ლარის ოდენობით და ბრენდირებულ საჩუქრებს;
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო თავის რჩეულ გუნდს გადასცემს პრიზს 1500 ლარის ოდენობით;
ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი თავის რჩეულ გუნდს გადასცემს არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრებს;
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA•Tech Park) თავის რჩეულ გუნდს ტექნოლოგიური კლუბების ქსელიდან გადასცემს არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრებს;
კომპანია Innotec-ი თავის რჩეულ გუნდს ტექნოლოგიური კლუბების ქსელიდან გადასცემს არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრებს
- ილიაუნის რექტორი: „გვჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ“ by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- Times Higher Education 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგში ილიაუნი ქვეყნის მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზეა by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საჯარო შეხვედრა ილიაუნის ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით 17 ოქტომბერს გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი