„დირექტორების 66% მიიჩნევს, რომ სკოლის მუშაობის შემაფერხებელი ფაქტორი კარგი მასწავლებლების ნაკლებობაა“
TALIS–ის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, სკოლის დირექტორების 66% სკოლების მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორად კვალიფიციური/კარგი მასწავლებლების ნაკლებობას მიიჩნევს.
გასულ კვლევაშიც, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს ჩატარდა, ამ ფაქტორს დირექტორების 61% ამ ფაქტორს „ძალიან“ ან „გარკვეულწილად“ შემაფერხებლად თვლიდა. 2018 წელს ჩატარებულ კვლევაში კი, რომლის ანგარიშიც მიმდინარე წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, სკოლის დირექტორების 66% თვლის, რომ ეს პრობლემა სკოლებს გარკვეულწილად მაინც აქვთ, დირექტორთა დაახლოებით 12% კი მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია სკოლისათვის ძლიერი შემაფერხებელი ფაქტორია.
გარდა ამისა, გაზრდილია სკოლის დირექტორების რაოდენობა, რომლებიც პრობლემატურად მიიჩნევენ სკოლის ბიბლიოთეკის მასალების ნაკლებობას ან შეუსაბამობას (51% 58%). ამასთან, ბიბლიოთეკების ნაკლებობას დირექტორთა 17% დიდ პრობლემად მიიჩნევს. სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი კომპიუტერული პროგრამების ნაკლებობას ან შეუსაბამობას კიდევ უფრო მეტი სკოლა განიცდის (51% 65%).
„რთული სათქმელია რამ გამოიწვია კომპიუტერული პროგრამების შეუსაბამობის ზრდა 2013 წელთან შედარებით. სავარაუდოა, რომ ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და კომპიუტერული ტექნიკისა დაპროგრამული უზრუნველყოფის სისტემების მოძველება; სკოლებში დამხმარე პერსონალის ნაკლებობას სკოლების თითქმის იგივე რაოდენობა განიცდის (48% 47%). შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა; 2018 წლის კვლევაში სასწავლო მასალების შეუსაბამობა ან ნაკლებობა კვლავ წარმოადგენს პრობლემას. საქართველოს სკოლების ნახევარზე მეტ შემთხვევაში და ეს მაჩვენებელი გაზრდილია წინა კვლევასთან შედარებით (47% 53%). ინტერნეტზე არასაკმარისი წვდომის მაჩვენებელი შემცირებულია (46% 40%), თუმცა კვლავ დიდია იმ დირექტორთა რაოდენობა, ვინც ამ პრობლემას სკოლისათვის ძლიერ შემაფერხებელ ფაქტორად განიხილავს – 13.5%“, – ვკითხულობთ კვლევაში.
პოზიტიური მაჩვენებლები
კვლევაში მონაწილე დირექტორების პასუხების მიხედვით, სკოლებში არ ხდება მასწავლებლების დაგვიანება, ისინი არ აცდენენ გაკვეთილებს და არ ეწევიან მოსწავლეების დისკრიმინაციას რაიმე ნიშნით. სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში პოზიტიური პროფესიული გარემო და სასკოლო კლიმატია.
ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო კვლავაც რჩება იმ ქვეყნების, რიგში რომელთაც TALIS-ის საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი შედეგი აქვთ.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება