დის გულშემატკივარი აზერბაიჯანელი გოგონა: „ჩვენი მშობლები ამაყობენ, რომ კარგად ვიცით ქართული ენა“
„წარმოვადგენ აზერბაიჯანულ თემს, მარნეულის რაიონიდან ვარ იბერლიონიდან. ჩემი დაიკო გამოცდაზეა, საბაზო სპეცმასწავლებლის გამოცდას წერს. მისი სახელია სევინჩი, ქართულის ფილოლოგია და პირველად აბარებს, სკოლაში მუშაობს. ჩვენ ორივემ ძალიან კარგად ვიცით ქართული ენა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს დღეს, 11 ივლისს, მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში დის საგულშემატკივროდ მისულმა აისელ ალიევამ, რომელმაც ჩვენი ყურადღება ქართული ენის წარმოუდგენლად კარგად ცოდნით მიიპყრო.
“ჩემი და ახლა ტესტს ქართულ ენაზე წერს, სკოლაში გვაქვს ბილინგვური სწავლება, ასწავლის როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენებზე. ზოგჯერ, ბავშვებს და დიდებსაც რცხვენიათ ვერ ვსაუბრობ ქართულ ენაზეო და თავად სურთ ქართული ენის სწავლა. აი, როგორც ინგლისურს გვასწავლიან კარგად, ისე უნდა გვასწავლიდნენ ქართულს, რადგან ეს ჩვენთვის არის მშობლიური ენა”, – გვითხრა აისელმა.
ჩვენი რესპონდენტი გვიყვება როგორ უყურებენ აზერბაიჯანულ თემში მასწავლებლის პროფესიას და გოგონების გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას:
“გოგონებს, როცა თხოვდებიან, ხელი ეშლებათ სწავლაში. დიპლომი აქვთ, მაგრამ არ მუშაობენ. ქმრისა და ოჯახის გამო არის ასეთი შემთხვებები, მაგრამ ეს არ ეხება მასწავლებლის პროფესიას, ამ პროფესიას დიდი პატივისცემით უყურებენ. ჩვენი მშობლები ამაყობენ, რომ ასე კარგად ვიცით ქართული, გამოცდაზე რომ წამოვედით, ძალიან გაეხარდათ”, – ამბობს აისელ ალიევა.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- მასწავლებლის გამოცდების შედეგები ყველა საგანში გამოქვეყნდა – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- უცხოურ ენებში მასწავლებლის გამოცდების შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია – გამოცდები 2024 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე