GE

დისკუსია თემაზე: „2007 წლის 8 ნოემბერი – ბსუ-ის დარბევა“

სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“-ს ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა თემაზე: „2007 წლის 8 ნოემბერი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევა“.

სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ექვსი წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და სპეცრაზმელების მიერ უნივერსიტეტის დარბევის ფაქტი დაგმეს.

დისკუსიის ორგანიზატორებმა ბსუ-ს დარბევის ამსახველი ვიდეო კადრები და მასმედიის საშუალებებით გავრცელებული მასალები წარმოადგინეს. შეხვედრაზე სტუდენტური მოძრაობის წევრმა გოჩა სურგულაძემ მოხსენება წარმოადგინა თემაზე: „უნივერსიტეტის ავტონომია (სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“-ს გეგმები 2007 წლის უნივერსიტეტის დარბევის გამოძიებასთან დაკავშირებით)“, ხოლო აქციის მონაწილემ ცოტნე ანანიძემ ისაუბრა საკითხზე: „რა სურდათ სტუდენტებს აღნიშნული პროტესტის გამოხატვით და მისი სამართლებრივი შეფასება“. დისკუსიის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს დამნაშავეთა გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური