GE

დისტანციური სწავლების გასაგრძელებელ ხარჯებს 6 მილიონი დაემატება – ცვლილებები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში

პარლამენტში საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების განხილვა მიმდინარეობს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით განათლებისა და მეცნიერების მიმართულების დაფინანსება 40 მლნ ლარით იზრდება, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, 13 ივნისს განათლების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობისას გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ხარჯების ნაწილი კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების მართვას ეხება და მათ შორის დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის 6 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტის თანახმად თანხები შემდეგნაირად იქნება გადანაწილებული:

15 მლნ ლარამდე ემატება განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს პირველკლასელთათვის კომპიუტერების შესასყიდად;

9,3 მლნ ლარი გამოიყოფა იმ 90-მდე სკოლის ინვენტარიზაციისთვის, რომელთა რეკონსტრუქცია დასრულდა;

6 მლნ ლარი ემატება დისტანციური სწავლების გასაგრძელებელ და ხელშესაწყობ ხარჯებს;

4,8 მლნ ლარი გამოიყოფა ტრანსპორტირების ხარჯებისთვის;

3 მლნ ლარი დამატებით გამოიყოფა სკოლებში პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვისთვის.

2 მლნ ლარი გამოიყოფა არაქართულენოვანი სკოლების მე-8 კლასის გრიფირებაგავლილი წიგნების ბეჭდვისთვის.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა “საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანის“ შესახებ პროექტს მხარი დაუჭირა.

დისტანციური სწავლების თავისებურებები გერმანიაში – ინტერვიუ გერმანელ პედაგოგებთან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური