ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა რა ფორმით ჩაერთვებიან სტუდენტები ვაქცინაციის პროცესში
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს რეგიონებში ვაქცინაციის ოფიცრები გამოჩნდებიან. მინისტრის განმარტებით ესენი იქნებიან სტუდენტები, რომელთა გადამზადებაც უკვე მიმდინარეობს. ახალგაზრდები ვაქცინაციის რეგისტრაციაში იმ მოქალაქეებს დაეხმარებიან, რომელთაც ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა არ აქვთ.
„ჩვენ აქტიურად გვყავს ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები მოსახლეობისთვის ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დახმარებისთვის და ვთვლით, რომ ეს არის მათი უშუალო პასუხისმგებლობა. ინტერნეტთან წვდომასა და რეგისტრაციის კომპონენტს რაც შეეხება, ჩვენ ვმუშაობთ სტუდენტებთან, რომლებიც გახდებიან ვაქცინაციის ოფიცრები და დაარეგისტრირებენ იმ ადამიანებს, რომელთათვისაც ეს არის რთულად ხელმისაწვდომი. ჩვენი აზრით, ეს არის 55 წელს ზემოთ ადამიანების ნაკლები აქტიურობის მიზეზი. ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს კონკრეტული ხედვები, რაც უახლოეს მომავალში დაიწყება. რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ თავიანთი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ, რათა მოსახლეობას დაეხმარონ რეგისტრაციაში, დროულად და სწორად მიეწოდოთ ინფორმაცია, როგორც ვაქცინაციაზე, ასევე მის უსაფრთხოებასა და აუცილებლობაზე. ახალგაზრდებთან მიმდინარეობს მუშაობა. მათ სჭირდებათ გარკვეული ტექნიკური უზრუნველყოფა. სჭირდებათ გარკვეული ცოდნა, ამიტომ მიმდინარეობს ტრენინგი და შემდეგ კვირაში ჩვენ ალბათ მათ ვიხილავთ საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება