ძირითადად შეგვხვდა გამოთვლები, დიაგრამები, რომელთაც სკოლაში ყურადღებას არ ვაქცევთ – აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდაზე
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 აბიტურიენტებისთვის დღეს, გეოგრაფიის გამოცდით გრძელდება. აღნიშნულ საგანზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1100-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე კი 79%-ზე მეტი აპლიკანტი გამოცხადდა.
გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ტესტს საშუალო სირთულისად აფასებენ და ამბობენ, რომ მათ ბევრად უფრო რთულის მოლოდინი ჰქონდათ. EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებთან, ახალგაზრდებმა, ტესტში მოცემული საკითხებიხ გაიხსენეს:
ნორა ზაქარაია: “საშუალო სირთულის იყო. ძირითადად შეგვხვდა გამოთვლები, დიაგრამები, რომელთაც, ძირითადად, სკოლაში არ ვსწავლობთ, ყურადღებას არ ვაქცევთ. საკითხები, უმეტესად, ფიზიკურ გეოგრაფიას ეხებოდა. იყო კითხვები პანდემიასთან დაკავშირებითაც. კონკრეტულად, ჩინეთზე იყო საუბარი და გვეკითხებოდნენ რამ განაპირობა 2020 წლის დასწყისში უხანის პოპულარიზაციაო.
რაც შეეხება რუკებს, ისინი, ძირითადად, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეხებოდა. ტოპოგრაფიული რუკები მოცემული, რომლებიც უფრო ადვილია. ყველანაირი ინფორმაცია ზედვე იყო მოცემული.
საერთო ჯამში, გამოცდა არ გამიჭირდა, უფრო რთულს ველოდებოდი. პროცენტების გამოთვლები უფრო რთულია, მაგრამ პროცენტები არ შეგვხვედრია.”
აბიტურიენტი 177-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან: „არ იყო რთული, რუკების დახმარებით ყველაფერი გამიმარტივდა. ერთადერთი საკითხი გამიჭირდა-მოცემული იყო მდინარე, ერთ ფოტოზე წყალსავსე მდგომარეობაში, მეორეზე კი დამშრალი და გვეკითხებოდნენ რა ბუნებრივი მოვლენაა ეს და რამ განაპირობაო. ეს გამიჭირდა, მეტი არაფერი. უფრო რთულს ველოდებოდი, წინა წლებთან შედარებით უფრო ადვილი იყო. არადა კარგად, როგორც საჭირო იყო ისე არც მოვმზადებულვარ”.
აბიტურიენტი თბილისის 177-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან: „ძალიან უაზრო იყო, ძალიან მარტივი. ჩემი აზრით, ამის დაწერა ყველას შეუძლია. მე საერთოდ არ ვემზადებოდი. გეოგრაფია მხოლოდ ქულების მოსამატებლად ჩავწერე და არ ველოდი ასეთი ადვილი თუ იქნებოდა. ერთ საათზე მეტი არც დამჭირდა”.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება