GRUNI-ს პროფესორი „პედაგოგთა განათლების ფორუმი – 2026“-ის მუშაობაში მონაწილეობდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა ოჩიგავა, „პედაგოგთა განათლების ფორუმი – 2026“-ის მუშაობაში მონაწილეობდა.
უნივერსიტეტის მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფორუმი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა და ექიმისა და მასწავლებლის – გიგა ავალიანის ხსოვნას მიეძღვნა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ქი ქონსალთინგის გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის მიერ.
ფორუმზე განიხილეს:
- მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება;
- პედაგოგის უფლებები, დაცვის მექანიზმები და შესაძლებლობები.
მასწავლებელთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ისაუბრა გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, გოჩა ოჩიგავამ.
იმსჯელეს: მასწავლებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო – სამართლებრივი მექანიზმების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული პირობებისა და ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების შესახებ, განიხილეს კონკრეტული შემთხვევები, დარღვევები.
გრუნის წამომადგენელმა კოლეგებს შესთავაზა, პრობლემის განხილვა საუნივერსიტეტო სივრცეში, ახალგაზრდა მკვლევრებისა და სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების მონაწილეობით გაგრძელდეს.
-
GRUNI-ში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში მონაწილეობენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი