ელექტრონულ ჟურნალში კორექტირების შეტანა მასწავლებლებს 12 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებელს კორექტირების შეტანის ვადა სემესტრის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში აქვს.
როგორც EMIS განმარტავს, მასწავლებელს შეუძლია დაადასტუროს ჟურნალი, როდესაც დაასრულებს მუშაობას, სხვა შემთხვევაში კი ის ავტომატურად დადასტურდება.
“ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი იქნება 12 იანვრის ჩათვლით. სემესტრული განმავითარებელი შეფასების დაწერის საშუალებას ელექტრონული ჟურნალი ტექნიკურად იძლევა. მისი დაწერა სავალდებულო არ არის და ამ საკითხს სკოლა თავად წყვეტს”, – განმარტებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
ელექტრონული ჟურნალის განახლების ინსტრუქცია – ჟურნალი Microsoft Teams-ის აპლიკაციაში აისახა
- რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- პირველკლასელთა ბუკების პირველი ჩართვის ინსტრუქცია (2024 წელი) by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია 21 აგვისტოს დაიწყება – მობილობის პროცედურები by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა