ელექტრონული ჟურნალის განახლების ინსტრუქცია – ჟურნალი Microsoft Teams-ის აპლიკაციაში აისახა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ელექტრონული ჟურნალი Microsoft Teams-ის აპლიკაციაში დაემატა და ის ეტაპობრივად აისახება ყველა მომხმარებელთან.
“მიმდინარეობს სისტემის განახლება. ვებ გვერდით სარგებლობა დროებით შეუძლებელია. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – EMIS-ის მიერ 17 დეკემბერს გამოქვეყნებული განმარტებით, ეს შეტყობინება გამოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც ჟურნალის განახლება მიმდინარეობს. სხვა შემთხვევაში თუ ელ. ჟურნალი ჩართულია, თუმცა თქვენ მსგავს შეტყობინებას იღებთ, ამისათვის უნდა გადატვირთოთ გვერდი. თუ ელექტრონულ ჟურნალში შედიხართ ოფიციალური ვებ გვერდიდან onlineschool.emis.ge და გამოდის ზემოთ აღნიშნული შეტყობინება, ამისათვის გახსენით გვერდი და კლავიატურაზე დააჭირეთ ჯერ Ctrl ღილაკს და ამის შემდეგ პარალელურად F5 ღილაკს. (Ctrl+F5)
თუ ელექტრონულ ჟურნალში შედიხართ Microsoft Teams-დან და ასევე, გამოდის ზემოთ მოცემული შეტყობინება, მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ განახლების ღილაკს “გადატვირთეთ ჩანართი”.
ელექტრონული ჟურნალის განახლების ინსტრუქცია
განათლების მართვის საინფორმაციო შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ჟურნალის ოფიციალური ვებ გვერდია: onlineschool.emis.ge
ელექტრონული ჟურნალი საჯარო სკოლებისთვის სავალდებულოა და პედაგოგების გარდა, ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობა მოსწავლეების მშობლებსაც აქვთ.
ამავე თემაზე:
დამტკიცდება ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი – რა შესაძლებლობას გააჩენს საკანონმდებლო ცვლილება
-
„როგორ გადავაქციე მათემატიკა ცოცხალ კვლევად“ – AI და პროექტზე დაფუძნებული სწავლება XI კლასში
by განათლებული ბლოგი
-
რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტში რა სპეციალობებზე გამოცხადდება მიღება 2026 წელს – ჩამონათვალი დამტკიცებულია
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ვინ როდის მიიღებს ატესტატს – რა უნდა იცოდეს მოსწავლემ მას შემდეგ, რაც სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა შეიცვალა
by ARIS.GE-განათლება