ელექტრონული ჟურნალის მობილური აპლიკაცია განახლდა – რა ფუნქციების შესრულება შეეძლებათ მოსწავლეთა მშობლებს
ელექტრონული ჟურნალის მობილური აპლიკაცია განახლდა.
ციფრული ჟურნალი მშობლებს უკვე აძლევს საშუალებას, რომ ონლაინ რეჟიმში შეძლონ მათთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების გამოყენება.
ეს ფუნქციებია: ინფორმაციის მიღება შვილის შეფასებისა და დასწრების შესახებ; თვალყურის დევნება სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდების, მოსწავლისთვის განკუთვნილი საშინაო დავალებების; მყისიერ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლა მასწავლებელთან და სკოლის ადმინისტრაციასთან, Შეტყობინებების მიღება სასწავლო პროცესში ჩართული მხარეებისგან.
მობილური აპლიკაცია განთავსებულია App Store-სა და Play Store-ში სახელწოდებით Online School EMIS. ინტერფეისი ქართულენოვანია.
Android: https://shorturl.at/tIBln
IOS: https://shorturl.at/aR7Zq
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
ელ. ფოსტა: onlineschool@emis.ge
ტელეფონი: 0322 200 220
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – 43 მილიონ ლარზე მეტი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფინანსებლად მიიმართება
by ARIS.GE-განათლება
-
„ძალიან უხერხულია!“ – პედაგოგების ნაწილისთვის მასწავლებლის სტატუსის არქონის თემა პარლამენტში ისევ წამოიჭრა
by ARIS.GE-განათლება