GE

EMIS: რა უნდა გავითვალისწინოთ სასწავლო წლის ბოლოს ელ. ჟურნალში მუშაობისას – ყველა ვადა და ყველა ნაბიჯი

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საჯარო სკოლებისა და მასწავლებლებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ წლის ბოლოს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობის პროცესში.

მათი ცნობით, დღეს, 24 მაისს დასრულდება სისტემა “ისქულში” მოსწავლის გაცდენების ექსტერნზე რეგისტრაცია. თუმცა შესაძლებლობა ამით არ ამოიწურება.

EDU.ARIS.GE განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ-ის მიერ გავრცელებულ თითოეულ ვადასა და ნაბიჯს უცვლელად გთავაზობთ:

ჟურნალის რედაქტირება მე-12 კლასში:

მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის მიმდინარე სემესტრის ჟურნალის რედაქტირება შესაძლებელი იქნება 28 მაისის ჩათვლით.

ჟურნალის რედაქტირება პირველ კლასში:

პირველი კლასის მოსწავლეებისთვის მიმდინარე სემესტრის ჟურნალის რედაქტირება შესაძლებელი იქნება 4 ივნისის ჩათვლით.

განმავითარებელი შეფასება დაწყებით საფეხურზე:

სასწავლო წლის ბოლოს დაწყებით საფეხურზე (I-IV კლასი), განმავითარებელი შეფასების დაწერის ვალდებულებას განსაზღვრას თავად სკოლა.

ჟურნალის რედაქტირება II – XI – კლასებში:

II – XI – კლასების მიმდინარე სემესტრის ჟურნალის რედაქტირება შესაძლებელი იქნება 22 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მხოლოდ სემესტრული ქულის რედაქტირების შესაძლებლობა გექნებათ მოდულიდან – “მოთხოვნები”.

ჟურნალის დადასტურების ვადა – იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ჟურნალს არ დაადასტურებს, განსაზღვრული ვადის (სემესტრის დასრულებიდან 8 კალენდარული დღე) გასვლის შემდეგ ჟურნალი ავტობატურად დადასტურდება.

როდის არის შესაძლებელი გაცდენების ექსტერნის ჩატარება?

სისტემა “ისქულში” გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაცია შესაძლებელია 21-დან – 24 მაისის ჩათვლით. ამის შემდეგ აღნიშნული გამოცდა სკოლამ უნდა ჩანიშნოს ელ. ჟურნალში ( გამოცდების მოდულიდან). გამოცდების ჩატარება შესაძლებელია 29 მაისიდან – 11 ივნისის ჩათვლით.

შეფასების შედეგების ასახვა:

ელექტრონულ ჟურნალში შეფასების შედეგების ასახვა შესაძლებელია სისტემა eSchool-ში დონის დაძლევამდე.

როგორ ვნახოთ მედალოსანი მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია?

მონაცემების მოდულში, კერძოდ: ‘’მედალოსანი მოსწავლეების რეპორტში’’ სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეს და ჟურნალის ადმინისტრატორს შეუძლია ნახოს ინფორმაცია მედალოსანი მოსწავლეების შესახებ. რეპორტზე გადასვლისას მომხმარებელს გამოუჩნდება სკოლის მედალოსანი მოსწავლეების სია.

რეპორტში გამოჩნდება მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომრის ბოლო სამი ციფრი, კლასი, მედლის ტიპი (ოქრო, ვერცხლი) და მოსწავლის საშუალო საფეხურის შეფასება.

რა მიზეზით შეიძლება ჩანდეს განახევრებული ნიშანი წლიურ შეფასებაში?

(მაგალითად: სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) საგანი, რომელიც ისწავლება მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში საჭიროა სისტემა eschool-დან წაიშალოს მითითებულ ვადებში. იმ შემთხვევაში თუ, ეს საგანი დაფიქსირდება ორივე სემესტრში, წლიური ნიშანი განახევრდება. იმისათვის რომ აღნიშნული საკითხი მოვაგვაროთ, ელ. ჟურნალში დამრიგებელმა მოდულიდან “ მოთხოვნები” უნდა გააგზავნოს მოთხოვნა სახელწოდებით “საგნის წაშლა”.

ასევე იხილეთ:

ვიდეოინსტრუქცია – როგორ უნდა გაგზავნოთ მოთხოვნა დირექტორთან ნიშნის კორექტირებისთვის ან დავალების ჩასანიშნად

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური