მომავალი კვირიდან ელექტრონული ჟურნალი აღარ გაითიშება – EMIS-ის დაპირება მასწავლებლებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიმართ პედაგოგებს ისევ პრეტენზიები აქვთ. მასწავლებლები ისევ ელექტრო ჟურნალის გათიშვაზე საუბრობენ. არადა, ცოტა ხნის წინ, სასწავლო წლის დაწყებამდე, EMIS მასწავლებლებს ატყობინებდა, რომ სექტემბრიდან ჟურნალი საღამოობით აღარ გაითიშებოდა.
„სექტემბრიდან თქვენი ყოველდღიური საქმიანობა გამარტივდება და ელექტრონული ჟურნალი საღამოობით აღარ გაითიშება, მონაცემები კი სისტემაში მომენტალურად აისახება. ამ სიახლეების შედეგად ვიმედოვნებთ, რომ თქვენს სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანი დისკომფორტი გაქრება“ – ასეთი ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 17 აგვისტოს გამოაქვეყნა, თუმცა, როგორც დღეს, 21 სექტემბერს პედაგოგებისგან გახდა ცნობილი, დაპირება არ შესრულდა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ახალი განმარტების გაკეთება მოუწია:
„გამომდინარე იქიდან, რომ ისქულში აქტიურად ხდება მონაცემების ასახვა და შეცვლა, მომენტალურად ინფორმაციის ჟურნალში ასახვისგან თავი შევიკავეთ. მომავალი კვირიდან ელჟურნალი აღარ გაითიშება და eschool- ში შეტანილი მონაცემები მყისიერად აისახება ჟურნალშიც“.
ასევე იხილეთ:
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება