„ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია კლასში“ – SANGU-ს უფასო ტრენინგი
SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბის ორგანიზებით 14, 15 და 16 მარტს გაიმართება უფასო ტრენინგი “ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია კლასში”.
ტრენინგი განკუთვნილია მხოლოდ SANGU-ს მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულთათვის.
გაითვალისწინეთ, ადგილები შეზღუდულია. ტრენინგზე დასწრებას შეძლებს პირველი 15 დარეგისტრირებული მსმენელი! რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3TwoLpm
ტრენერები:
- ხატია ცოცხალაშვილი – სპეციალური განათლების მაგისტრი
- თეონა თარგამაძე – სპეციალური განათლების მაგისტრი
ტრენინგის მიზნობრივი ჯგუფი:
საგნის მასწავლებლები, სპეციალური განათლების მასწავლებლები, სკოლის დამხმარე სპეციალისტები, მშობლები, მეტყველების თერაპევტები და ბავშვთან მომუშავე ყველა სხვა პირი, რომელიც დაინტერესებულია დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციით და ინტერვენციის დაგეგმვით;
ტრენინგ-მოდულის მისაღწევი საბოლოო შედეგები:
ტრენინგის მონაწილე:
- განსაზღვრავს ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის რაობას და მახასიათებლებს;
- განსაზღვრავს, რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ენაზე დაფუძნებულ დასწავლის სირთულეს მოსწავლის წიგნიერების, საკომუნიკაციო უნარებსა და ქცევით-ემოციურ სფეროზე;
- გაანალიზებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ენობრივი დასწავლის მქონე მოსწავლის რაც შეიძლება ადრეული იდენტიფიკაცია პრევენციისათვის;
- სასკოლო სივრცეში LLD-ის მქონე მოსწავლის პირველადი ნიშნების იდენტიფიკაციისთვის ,,დისლექსია/LLD-ის ადრეული ნიშნების საიდენტიფიკაციო „ჩეკლისტის“ გამოყენება
LLD-ის მქონე მოსწავლე ენობრივი უნარების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით ისწავლის ინტერვენციის გეგმის შედგენას და მის პრაქტიკაში გამოყენებას; - გაეცნობა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს ადაპტაციის ხერხებს ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლესთან.
ტრენინგის ფორმატი, ხანგრძლივობა და დროში განაწილება:
ტრენინგი გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც აუდიტორიაში, ასევე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. ხანგრძლივობა შეადგენს 10 საკონტაქტო საათს. მოდულს ეთმობა 3 დღე, პირველი და ბოლო შეხვედრა 2 საათი, ხოლო მეორე 4 საათი. ჯგუფის საჭიროებიდან გამომდინარე დასაშვებია დღეების და საათების სხვაგვარი განაწილებაც.
14 მარტი (ონლაინ); 16:00 – 18:00 სთ.
15 მარტი (ფიზიკურად); 15:00 – 19:00 სთ.
16 მარტი (ონლაინ); 16:00 – 18:00 სთ.
-
SANGU-ს 6 წლის ვადით ავტორიზაცია მიენიჭა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
სტუდენტური კონფერენცია SANGU-ში – „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ტრენინგი უფროსკლასელებისთვის: საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი